![]() |
|
ქართული ფოლადი არის საქართველოში ქალაქ რუსთავში არსებული უდიდესი საწარმო, რომელიც ახდენს ფოლადის წარმოებას. იგი არის უდიდესი მეტალურგიული საწარმო მთელს ამიერკავკასიაში. ახალი მენეჯმენტისა და კვალიფიციური კოლექტივის ძალისხმევით საწარმომ დაიბრუნა ძველი ავტორიტეტი და საერთაშორისო სტატუსი - ქარხნა განახლდა და აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. ყოველივე ამან განაპირობა, რომ დღეს სს „ქართული ფოლადი“ საერთაშორისო სერტიფიკატების AIP 5L, IP 5CT, ISO 9001:2008 მფლობელია და ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 1944 წელს დაარსდა. 2005 წელს, მფლობელის შეცვლასთან ერთად, საწარმოს სს “ქართული ფოლადი” ეწოდა. მისი აქტივები 580 ათას კვ. მეტრზეა განთავსებული. სოლიდური ინვესტიციები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ინფრასტრუქტურის განახლება ქარხნისათვის მეორედ დაბადების ტოლფასი გახდა. ამუშავდა ძირითადი და დამხმარე საამქროები. საწარმო გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ყოველივე ამის, და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, ს.ს. "ქართული ფოლადი" კვლავ კავკასიის უდიდეს მეტალურგიულ საწარმოდ იქცა. |